"ქართულ ოცნებაში" გამართული უმრავლესობის სხდომის შემდეგ მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტის ორივე ვერსია ვენეციის კომისიიდან უკვე გამოიხმეს. მან, პროცედურასთან დაკავშირებით განმარტა, რომ უკვე პირველი მოსმენით მიღებულ ერთ-ერთ კანონპროექტს, სესიაზე მეორე მოსმენითაც გაიტანენ და ჩააგდებენ, რადგან ამას რეგლამენტი ითვალისწინებს.