შსს-ს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, 7-8 მარტს, აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მოქალაქეებისგან, ჟურნალისტებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და სახალხო დამცველის აპარატიდან 22 შეტყობინება შევიდა უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე.