ოპოზიციური პარტიების ნაწილი, მოქალაქეებს მოუწოდებს დღეს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ - Palitra News

ოპოზიციური პარტიების ნაწილი, მოქალაქეებს მოუწოდებს დღეს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ

2023-03-09 15:44:08+04:00

ოპოზიციური პარტიების ნაწილი პროტესტს არ წყვეტს. ისინი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ დღეს 7 საათზე რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. მათი შეფასებით, უმრავლესობის გადაწყვეტილება ხალხის ძალის რიგით პირველი კანონპროექტის გაწვევის შესახებ ბუნდოვანია. ოპოზიციური პარტიების ნაწილი მოითხოვს შესრულდეს მათ მიერ აქციაზე გაჟღერებული ყველა მოთხოვნა,მათ შორის გაათავისუფლონ აქციაზე დაკავებილი პირები.