"საზოგადოებამ რომ იცოდეს, გაწვევის პროცედურა არ არსებობს, ეს არის პოლიტიკურად გაწვეული", - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
ამასთან, მან განმარტა, რომ პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მხარდაჭერილი კანონის გაწვევა ინიციატორის მიერ სამართლებრივად არ ხდება და ამას პროცედურების სწორად გავლა სჭირდება, თუმცა, ანა ნაცვლიშვილის თქმით, საქართველოს დიქტატურისგან და რუსული კანონების მიღებისგან არა სამართლებრივი პროცედურები, არამედ ხალხის სიფხიზლე იცავს და მოსახლეობამ ბრძოლა უნდა გააგრძელოს.