საფრანგეთის სენატმა საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას მხარი დაუჭირა. ქვეყნის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიცირებულ კანონპროექტს სენატის 201-მა წევრმა მხარი დაუჭირა, 115 კი წინააღმდეგ წავიდა. საპენსიო რეფორმა ახლა საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატამ თვის ბოლოს უნდა განიხილოს. სენატის გადაწყვეტილების გავრცელების შემდეგ ქვეყანაში მასშტაბური დემონსტრაციები დაანონსდა. ცნობისთვის, ემანუელ მაკრონის ინიციატივას საფრანეთის მოსახლეობის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. იანვარსა და თებერვალში ქვეყნის მასშტაბით მილიონზე მეტი დასაქმებული გაიფიცა.