საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ცენტრს, გოგა ბითაძეს ორლანდოში სათამაშოდ საკმარისი დრო დაუთმეს და მანაც, ორმაგი დუბლის ზღვარზე გაიარა. ფლორიდულმა გუნდმა კონფერენციის ლიდერს, სანდრო მამუკელაშვილის ყოფილ კლუბ "მილუოკი ბაქსს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 123:134 დამარცხდა. ბითაძემ მოედანზე 20 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და "ორლანდოს" ძირითად მეფარეს, მორიც ვაგნერს ცვლიდა. საბოლოოდ ვაგნერმა ბითაძეზე 1 წუთით მეტი ითამაშა და 18 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. გოგამ მოედანზე ყოფნის პერიოდში 8-ჯერ შეუტია საშუალო დისტანციიდან და 6 ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. მას ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა.
"ორლანდოს" 27 მოგების წილ 39 მარცხი აქვს და პლეი-ინში გასასვლელად იბრძვის. მორიგ შეხვედრას ბითაძის გუნდი 10 მარტს შინ, "იუტა ჯაზთან" გამართავს.