„მილანმა“ „ტოტენჰემს“ აჯობა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა - Palitra News

„მილანმა“ „ტოტენჰემს“ აჯობა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა

2023-03-09 11:14:27+04:00

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ განმეორებით მატჩში „ტოტენჰემმა“ „მილანს“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა და 2012 წლის შემდეგ პირველად „როსონერი“ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.

ამ გუნდების პირველი დაპირისპირება, რომელიც მილანში გაიმართა, სტეფანო პიოლის შეგირდებმა 1:0 მოიგეს. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, გულშემატკივრებმა საკმაოდ დაძაბული და უხეში დაპირისპირება იხილეს. პირველ ტაიმში ორივე გუნდი შედარებით ინერტული იყო, მაგრამ მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა და დაიძაბა. შეხვედრის 77-ე წუთზე „დეზებს“ რომერო გაუძევეს და ამ მომენტიდან მათი შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი მნიშვნელოვნად შემცირდა.

საბოლოოდ, როგორც უკვე მოგახსენეთ მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა და „მილანი“ შემდეგ ეტაპზეა. მათ მეტოქეს კი წილისყრა გაარკვევს.