„ეს მე ვარ , ვინი პუჰი!“ ინგლისელი მწერლის ალან მილნის ორი მოთხრობისა და ორი ლექსების კრებულის პერსონაჟია. ვინი პუხი პირველად გამოჩნდა 1926 წლის 14 ოქტომბერს ამავე სახელწოდების საბავშვო წიგნში.
წიგნი მოგვითხრობს ყველა ბავშვისთვის ბიჭუნა კრისტოფერ რობინის და მისი ტყის მეგობრების დათუნია ვინი პუჰის, ვარდისფერი გოჭის, ვეფხვის, კურდღელსი, ჩოჩორი იო-იოს და სხვები თავგადასავალს , რომელიც მკითხველს ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურებს.
ალან ალექსანდრე მილნი 1882 წლის 18 იანვარს კილბერნში, ლონდონში, ჯონ ვაინ მილნის და სარა მარი მილნის ოჯახში დაიბადა. ის გაიზარდა Henley House-ის სკოლაში, რომელსაც მამამისი მართავდა. განათლება კემბრიჯის ვესტმინსტერის სკოლასა და ტრინიტის კოლეჯში მიიღო რის შემდეგაც რედაქტორობდა და წერდა სტუდენტურ ჟურნალ Granta-სთვის. ის თანამშრომლობდა თავის ძმა კენეთთან და მათი სტატიები გამოჩნდა ინიციალებით AKM. მილნის ნამუშევარი მოექცა წამყვანი ბრიტანული იუმორისტული ჟურნალის Punch-ის ყურადღების ცენტრში, სადაც მილნი უნდა გამხდარიყო კონტრიბუტორი და მოგვიანებით რედაქტორის ასისტენტი.
ამ პერიოდის განმავლობაში მან გამოაქვეყნა 18 პიესა და სამი რომანი, მათ შორის. 1924 წელს მილნმა წარმოადგინა ბავშვთა ლექსების და მოთხრობების კოლექცია, რომლებიც გახდა ვინი-პუჰის წიგნების ნაწილი.
ვინი პუხის შესახებ ციკლმა დაჩრდილა მილნის იმდროინდელი საკმაოდ მრავალფეროვანი და პოპულარული ზრდასრული მკითხველისთვის განკუთვნილი ნამუშევარები. მისი ყველა მცდელობა, გაქცეულიყო სათამაშო დათვის კლანჭებიდან, წარუმატებელი აღმოჩნდა. თავად მილნი იყო ძალიან განაწყენებული გარემოებების ასეთი ერთობლიობით, თავს არ თვლიდა საბავშვო მწერლად და ამტკიცებდა, რომ ბავშვებისთვის წერს ისეთივე პასუხისმგებლობით, როგორც უფროსებისთვის.
წიგნისთვის პირველი ილუსტრაციები და ჩანახატები ცნობილმა კარიკატურისტმა ერნესტ შეპარდმა შექმნა. აუქციონის სახლმა Sotheby's 2013 წლის 10 ივლისს მისი ექვსი ესკიზი თითქმის ნახევარ მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.
დათუნია ვინიმ თავისი სახელი, ისევე როგორც პერსონაჟების უმეტესობამ, ალან მილნის ვაჟიშვილის კრისტოფერ რობინ მილნის სათამაშოებისაგან მიიღო თავად ალანის ვაჟიშვილი კი, კრისტოფერ რობინის პერსონაჟის პროტოტიპი იყო. ამჟამად კრისტოფერ რობინის სათამაშო დათვი გამოფენილი არის ნიუ იორკის საჯარო ბიბლიოთეკის მთავარ ფილიალში.
პუჰის შესახებ ისტორიები ნათარგმნია მრავალ ენაზე. არსებობს მისი თავგადასავლების ეკრანიზაციები. ძირითადად ცნობილია უოლტ დისნეის სტუდიების ფილმები და სატელევიზიო სერიალები და თედორე ხიტრუკის მიერ გადაღებული სამი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2021 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე https://palitral.ge/.