ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე პრემიერ-მინისტრს ესაუბრა. დერეკ შოლე ტვიტერზე წერს, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან ის კანონპროექტები განიხილა, რომლებიც ხალხის ევროპული ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების სურვილს ეწინააღმდეგება. ის მთავრობას მოუწოდებს, დაიცვას მშვიდობიანი შეკრება და აქციების მონაწილეთა მშვიდობიანი პროტესტი.