რუსთაველის გამზირზე, სადაც მთელი ღამე ე.წ. აგენტების კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობდა, ამ დროისთვის სიმშვიდეა. აღდგა საავტომობილო მოძრაობაც. შენობის უკანა შესასვლელთან სპეცრაზმი ისევ რჩება. ადგილზე რჩება პოლიციაც. აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მომიტინგეებმა პარლამენტის შენობის ალყაში მოქცევა გადაწყვიტეს. სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი არაერთხელ გამოიყენა.