ოპოზიციური პარტიების ერთობა და საპროტესტო მოძრაობაში ჩართული სტუდენტები „საერთო-სახალხო მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის“ შესახებ 3-პუნქტიან გეგმას 9 მარტს წარადგენენ - Palitra News

ოპოზიციური პარტიების ერთობა და საპროტესტო მოძრაობაში ჩართული სტუდენტები „საერთო-სახალხო მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის“ შესახებ 3-პუნქტიან გეგმას 9 მარტს წარადგენენ

2023-03-09 05:11:43+04:00

ოპოზიციური პარტიების ერთობისა და სტუდენტების 3 - პუნქტიანი გეგმა საერთო-სახალხო მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის შესახებ 9 მარტს გახდება ცნობილი.

ოპოზიციური პარტიების ერთობა და სტუდენტები, რომლებიც ჩართულები არიან საპროტესტო მოძრაობაში, 11:00 გააკეთებენ ერთობლივ მოწოდებას საერთო-სახალხო მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის დაწყების შესახებ.

„საგანგებო ბრიბინგზე გაჟღერდება პარტიების და სტუდენტური საპროტესტო გაერთიანების შეთანხმებული 3 პუნქტიანი გეგმა საერთო-სახალხო მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის კონკრეტული მოქმედებების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ორგანიზატორები ავრცელებენ.