"მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც ამ დღეებში საქართველოში მოედნებსა და ქუჩებში უკრაინის დროშები ეჭირა. მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ ჩვენი ეროვნული ჰიმნი თბილისის ქუჩებში ისმოდა. ეს არის პატივისცემა უკრაინის მიმართ და მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი პატივისცემა საქართველოს მიმართ.არ არსებობს ისეთი უკრაინელი, რომელიც ჩვენს მეგობარ საქართველოს წარმატებას არ უსურვებს - დემოკრატიულ წარმატებას, ევროპაში წარმატებას. ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროკავშირში - და ვიქნებით. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირში და დარწმუნებული ვარ - ასეც იქნება, ჩვენ გვინდა, რომ მოლდოვა იყოს ევროკავშირში და დარწმუნებული ვარ - ასეც იქნება. ევროპის ყველა თავისუფალი ხალხი ამას იმსახურებს.დიდება ყველას, ვინც ახლა იბრძვის უკრაინისთვის, დიდება ყველას, ვინც იბრძვის თავისი ძმებისთვის!"- წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი