სპეცრაზმი წყლის ჭავლის ორ მანქანასთან ერთად ჭიჭინაძის ქუჩიდან რუსთაველის გამზირისკენ დაიძრა.
აქციის მონაწილეები ამ დროისთვის სწორედ რუსთაველის გამზირზე არიან განლაგებული, რადგან სპეცრაზმმა ისინი უკვე დაშალა პარლამენტის სხვა შესასვლელებთან.
ამასთან, ე.წ. რობოკოპები განლაგებულები არიან 9 აპრილის ქუჩაზე, რის გამოც აქციის მონაწილეებმა ეს ქუჩაც დატოვეს და რუსთაველის გამზირისკენ დაიძრნენ.
მანამდე აქციის მონაწილეებმა პარლამენტის უკანა შესასვლელთან განთავსებული რკინის ჯებირი დაშალეს. ასევე, ჩაამსხვრიეს შენობის ფანჯრები