ჩიტაძის ქუჩაზე სპეცრაზმი გამოჩნდა. ადგილზე მიიყვანეს ასევე წყლის ჭავლის და სახანძრო მანქანები.
პარლამენტთან მოქალაქეები რკინის ჯებირი დაშალეს, რომელიც უკანა შესასვლელთან არის განთავსებული. აქციის მონაწილეებმა პარლამენტს ცოტა ხნის წინ შემოარტყეს ალყა. სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტის შიდა ეზოშიც არის მობილიზებული.