აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა წყლის ჭავლი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა - Palitra News

აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა წყლის ჭავლი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა

2023-03-08 22:58:43+04:00

საქართველოს პარლამენტის შენობასთან, სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.

მოქალაქეები პარლამენტის შესასვლელებთან არიან მობილიზებულები. მათ ცოტა ხნის წინ რკინის ჯებირები დაშალეს და კვერცხები ისროლეს.

აციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმი ასევე იყენებს ე.წ. წიწაკის სპრეის.