ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების მოწინააღმდეგეები ხელისუფლებას 2 მოთხოვნით მიმართავენ. მოთხოვნები პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააჟღერა.
უფრო კონკრეტულად, ვაშაძის განმარტებით, მოთხოვნები შემდეგია: "დაუყოვნებლივ გაიხმოს "ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონი პარლამენტიდან და ყველა პირი, რომელიც გუშინ უკანონოდ დააპატიმრეს, გათავისუფლდეს".
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ხელისუფლებას მათი მოთხოვნების შესასრულებლად 1-საათიან ვადას აძლევენ, ამ ვადის გასვლის შემდეგ კი საზოგადოებას შემდგომ სამოქმედო ნაბიჯებს გააცნობენ.