პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეებმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ავტორობით გამოცემული წიგნები დაწვეს.
სტუდენტები სკანდირებდნენ: "მონა!", "მონა!". პარალელურად, ისმოდა შეძახილები: "არა რუსეთს, არა რუსულ კანონს".
ცნობისთვის, ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.