საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებების სერია გვიან ღამემდე გრძელდებოდა - დაკავებულებს შორის არიან ზურა ჯაფარიძე, ნიკა მოსიაშვილი და გიორგი მუმლაძე. უფლებადამცველები და სამოქალაქო აქტივისტები დაკავების პროცესში სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობენ.
“გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე მოინახულა საქართველოს ახალმა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა. მან ჯაფარიძის მდგომარეობა საკმაოდ მძიმედ შეაფასა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერს სხეულზე საკმაოდ მძიმე დაზიანებები აქვს.
სახალხო დამცველმა ხელისუფლების წარმომადგენლებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ არსებული დაძაბულობის მიუხედავად ის დღევანდელ აქციაზე საზოგადოების გვერდით დადგნენ