მმართველი პარტიის წარმომადგენლები გუშინდელ აქციას უპრეცედენტო ძალადობად აფასებენ. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციის ლიდერებს თანამედროვე ბერბიჭაშვილებს უწოდებს და ამბობს, რომ ოპოზიციურ ძალებს ქვეყნის ომში ჩართვა არ გამოუვათ. "
ხალხის ძალის" მიერ წარდგენილი კანონპროექტების მიღებას თბილისის მერიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არსებულ კანონს არანაირი კავშირი არ აქვს რუსულთან.