დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე, საქართველოს პარლამენტის წინ ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და მოქალაქეები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. პროტესტის მონაწილეები "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ აპროტესტებენ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა შეკრება საღამოს 5 საათიდან დაიწყეს. აქციას მსვლელობით შემოურთდნენ სტუდენტები და ქალთა მოძრაობა, რომლებმაც ქალთა მიმართ ძალადობისა და სხვა პრობლემების პარალელურად ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტიც გააპროტესტეს.