ევროპის სახალხო პარტია პარლამენტთან ე.წ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის გასაპროტესტებლად გამართულ აქციასა და მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. Twitter-ზე პარტია აქციაზე გადაღებულ იმ კადრებს აზიარებს, სადაც ჩანს, როგორ ასხამს სპეცრაზმი წყლის ჭავლს ქალს, რომელიც ევროკავშირის დროშას აფრიალებს.
"მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს საქართველოში, მოისმინონ თავიანთი ამომრჩევლების ხმა და არ დაარღვიონ თავიანთი ქვეყნის პერსპექტივები მომავლისთვის" - წერს EPP.