ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში კონსულტაციებს მართავენ - Palitra News

ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში კონსულტაციებს მართავენ

2023-03-08 15:51:02+04:00

ოპოზიცია პარლამენტში კონსულტაციებს მართავს. ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, მსჯელობენ გეგმებზე, თუ როგორი იქნება მათი სამომავლო ნაბიჯები. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი კომუნიკაცია შედგა. მისივე თქმით, ოპოზიცია ეცდება, რომ ვინმეს, პოლიტიკური პროტესტის მისაკუთრების გრძნობა არ გაუჩნდეს.