ირანში სკოლის მოსწავლე გოგონების მასობრივ მოწამვლასთან დაკავშირებით რამდენიმე პირი დააკავეს. ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულებს საზღვარგარეთ მოქმედ დისიდენტურ ირანულ მედიასთან აქვთ კავშირი და მასშტაბურ საპროტესტო გამოსვლებშიც იღებდნენ მონაწილეობას. უწყების ცნობით, ერთ-ერთმა დაკავებულმა სკოლაში მომწამვლელი ნივთიერებების მისატანად საკუთარი შვილი გამოიყენა.
ზოგიერთი პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ მოწამვლა შესაძლოა იმ რელიგიური ჯგუფების მიერ განხორციელებულიყო, რომლებიც გოგოების განათლებას ეწინააღმდეგებიან.
ირანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის სადაზვერვო სამსახურმა სპეცოპერაცია ქვეყნის ექვს რეგიონში ჩაატარა.