სტუდენტები მოითხოვენ, ლექციების კითხვა იმ ლექტორებს აეკრძალოთ, რომლებმაც სადეპუტატო უფლებამოსილების ფარგლებში "ხალხის ძალის" მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს - Palitra News

სტუდენტები მოითხოვენ, ლექციების კითხვა იმ ლექტორებს აეკრძალოთ, რომლებმაც სადეპუტატო უფლებამოსილების ფარგლებში "ხალხის ძალის" მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს

2023-03-08 15:16:14+04:00

სტუდენტები საქართველოს პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მხარდაჭერას აკრიტიკებენ. ისინი მოითხოვენ, აეკრძალოთ ლექციების კითხვა იმ ლექტორებს, რომლებმაც სადეპუტატო უფლებამოსილების ფარგლებში გუშინ "ხალხის ძალის" მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს. სტუდენტები მიიჩნევენ, რომ გუშინ მიღებული კანონპროექტი ანტიკონსტიტუციურია. მათივე ინფორმაციით, ისინი პარლამენტში საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.