ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ - ამ ლოზუნგით თბილისში ქალების მარში იმართება. მარშის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით პარლამენტამდე მივლენ. ისინი "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ და საქართვლოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტს გააპროტესტებენ. რაც შეეხება ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მიერ დაგეგმილ აქციას, ის დედაქალაქის მთავარ გამზირზე 19 საათზე დაიწყება.