სამთო-სათხილამურო კურორტებზე, სეზონის დახურვამდე, დაახლოებით 1 კვირაა დარჩენილი. საქართველოსთვის, წლევანდელი ზამთრის ტურისტული სეზონი საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა და ეს პირველ რიგში მოფლიო ჩემპიონატმა გამოიწვია. მოგეხსენებათ, სათხილამურო ფრისტაილის და სნოუბორდის ჩემპიონატს ბაკურიანი მასპინძლობდა 19 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით. ისიც გვახსოვს, თუ როგორი ინტენისური სამუშაოები მიმდინარეობდა სახელმწიფოს მხრიდან, რომ ღირსეულად გვემასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატისთვის, ტურისტებისთვის.
გარდა სახელმწიფოსი, ასევე ბიზნეს სექტორიც აქტიურად იყო ჩართული მოსამზადებელ პროცესში. სასტუმროები, რესტორნები - ფაქტობრივად, მთლიანად ჰორეკა სექტორი. რა მოლოდინებით ხვდებოდა ბიზნეს სექტორი ზამთრის ტურისტულ სეზონს და რამდენად გამართლდა მათი მოლოდინები? - თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია Inn ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია