შსს-მ პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. უწყების ცნობით აქციაზე 66 პირი დააკავეს. სამინისტროს განმარტებით, პროტესტი კანონით დადგენილ ფარგლებს გასცდა და ძალადობრივი ხასიათი მიიღო. გუშინდელი მოვლენების შედეგად 50 სამართალდამცავი დაშავდა.