ნედ პრაისი მიმდინარე თვეში სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თანამდებობას დატოვებს. სახელმწიფო დეპარტამნეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ ის და სახელწმიფო დეპარტამენტის სხვა თანამშრომლები ნედ პრაისის რჩევებით სარგებელს მუდმივად იღებდნენ. მისივე თქმით, ნედ პრაისი სახელმწიფო დეპარტამენტში სამსახურს გააგრძელებს და ის უშუალოდ სახელმწიფო მდივნისთვის იმუშავებს.