საერთაშორისო პარტნიორები პარლამენტში პირველი მოსმენით, "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონის მიღებასა და მოქალაქეების პროტესტს ეხმაურებიან - Palitra News

საერთაშორისო პარტნიორები პარლამენტში პირველი მოსმენით, "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონის მიღებასა და მოქალაქეების პროტესტს ეხმაურებიან

2023-03-08 12:22:58+04:00

საერთაშორისო პარტნიორები პარლამენტში პირველი მოსმენით, “უცხოელი აგენტების შესახებ” კანონის მიღებასა და მოქალაქეების პროტესტს ეხმაურებიან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადებით, კანონპროექტი საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის და ევროპულ ღირებულებებს უპირისპირდება. განცხადებები გაკეთდა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროპარლამენტარების მხრიდანაც.