საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებების სერია გვიან ღამემდე გრძელდებოდა - დაკავებულებს შორის არიან ზურა ჯაფარიძე, ნიკა მოსიაშვილი და გიორგი მუმლაძე. აქტივისტები და “გირჩი-მეტი თავისუფლების” წევრები დაკავების დეტალებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ გომელაურის უწყებამ მშვიდობიან აქტივისტებს დაკავების პროცესში ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები მოქალაქეებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ღია პროტესტის დაფიქსირებისკენ მოუწოდებენ.