ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონი ევროკავშირში გაწევრიანების საქართველოს გაცხადებულ მიზანს ეწინააღმდეგება - Palitra News

ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონი ევროკავშირში გაწევრიანების საქართველოს გაცხადებულ მიზანს ეწინააღმდეგება

2023-03-08 11:16:07+04:00

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ოფისი განცხადებას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ პარლამენტის მიერ, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება ცუდი განვითარებაა საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, დაიცვას თავისი ერთგულება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის მიმართ