ფეხბურთის მწვრთნელები, როგორც დირიჟორები — Ligue 1 Uber Eats Symphony - Palitra News

ფეხბურთის მწვრთნელები, როგორც დირიჟორები — Ligue 1 Uber Eats Symphony

2023-03-08 10:39:25+04:00

ფეხბურთს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „ლამაზ თამაშს“ და გადატანითი მნიშვნელობით სიმფონიურ ორკესტრსაც ადარებენ, სადაც მწვრთნელი დირიჟორის როლს ითავსებს. Prime Video-მ ეს მეტაფორა ახალ კამპანიად აქცია — როგორც ლიგის ოფიციალურმა მაუწყებელმა, ფრანგულ სააგენტო Marcel-თან ერთად, გადაიღო ვიდეორგოლი, რომელშიც მწვრთნელები მაესტროებად გვევლინებიან.

„Ligue 1 Uber Eats Symphony“ ორიგინალი კომპოზიციაა, რომელიც ფეხბურთის მწვრთნელების სხეულის ენას, მოძრაობებსა და ჟესტებს ეფუძნება. ელექტრონული მუსიკისა და ფილმების საუნდტრეკების ავტორ Saycet-თან თანამშრომლობით, Marcel-მა ორკესტრის უნიკალური ტიპი შექმნა.