პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სადაც სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო, კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს. ჯერჯერობით, დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.
დამატებითი საპოლიციო ძალები ცდილობენ, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია სრულად გაათავისუფლონ მომიტინგეებისგან.
მათ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეციალური მოწყობილობები, წყლის ჭავლი, ცრემლსადენი აირი და სხვა საშუალებები გამოიყენეს.
დაშავდა რამდენიმე ადამიანი. პარლამენტთან გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. ადგილზე ასევე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადებიც.