სპეცრაზმმა პარლამენტთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეების დაშლა კიდევ ერთხელ დაიწყო.
ე.წ. რობოკოპები პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ კვლავ იყენებენ ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს.
ამასთან, სპეციალური ძალები პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.
ცნობისთვის, პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეებისკენ ე.წ. რობოკოპები ორი მიმართულებიდან დაიძრნენ, მათ შორის თავისუფლების მოედნიდან და პარლამენტის გვერდითა ქუჩიდან.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები დღეს, წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებით, რამდენჯერმე დაშალეს, თუმცა ყველა ჯერზე მომიტინგეები კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ.