სასწრაფო დახმარების სამსახურში ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ, რამდენი პირია დაშავებული რუსთაველზე წიწაკის სპრეის გაშვების შედეგად - მათი ცნობით, დაშავებულთა ნაწილი საავადმყოფოებშია გადაყვანილი, ნაწილს კი დახმარება ადგილზე უტარდება - Palitra News

სასწრაფო დახმარების სამსახურში ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ, რამდენი პირია დაშავებული რუსთაველზე წიწაკის სპრეის გაშვების შედეგად - მათი ცნობით, დაშავებულთა ნაწილი საავადმყოფოებშია გადაყვანილი, ნაწილს კი დახმარება ადგილზე უტარდება

2023-03-08 01:07:34+04:00

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში, ჯერჯერობით, ვერ აკონკრეტებენ, რამდენი ადამიანია დაშავებული რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, წიწაკის სპრეისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენების შემდეგად.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის პრესსამსახურში აღნიშნავენ, არიან დაშავებულები, რომელთა ნაწილი საავადმყოფოებში გადაიყვანეს, ნაწილს კი მედიკოსები დახმარებას ადგილზე უწევენ.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულების შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.