პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ვითარება კვლავ დაიძაბა. სპეცრაზმმა პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების წყლის ჭავლით დაშლა დაიწყო.
"მოქალაქენო, მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ, ცოტა ხანში გზა გაიხსნება“,- მიმართავდნენ აქციის მონაწილეებს.
მოწოდების მიუხედავად აქციის მონაწილეები არ იშლებიან. აქციის მონაწილეები სკანდირებენ:"საქართველო"!