სამართალდამცველებმა პარლამენტთან კვლავ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
სავარაუდოდ, არიან დაშავებულებიც.
შსს ხმოვანი სიგნალით აფრთხილებდა აქციის მონაწილეებს, მიმდებარე ტერიტორიის დატოვებისკენ.
აქციის მონაწილეები პროტესტს განაგრძობენ. სპეცრაზმის წინ მოქალაქეებმა საქართველოს დროშები გაშალეს. აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ მათი ქმედება მშვიდობიანია და დაშლას არ აპირებენ. აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენეს.