სპეცრაზმი აქციის მონაწილეების მიმართ კვლავ ცრემლსადენ გაზს იყენებს - Palitra News

სპეცრაზმი აქციის მონაწილეების მიმართ კვლავ ცრემლსადენ გაზს იყენებს

2023-03-07 20:57:13+04:00

სპეცრაზმი პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ცრემლსადენი გაზით დაშლას ცდილობს.

ისინი რუსთაველის გამზირის მიმართულებით მიემართებიან და მოქალაქეებისკენ ცრემლსადენ გაზს უშვებენ.

ადგილზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანაც.

მანამდე სამართალდამცველებმა პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდეს.

„მოქალაქეებო, დაიშალეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები სამოქალაქო წესრიგის დასამყარებლად“, - მოუწოდეს მოქალაქეებს.