პარლამენტში "ხალხის ძალის" მიერ წარდგენილი კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვის გამო ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე გადადის. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ისინი ყველაგან და ყოველთვის გააპროტესტებენ "ხალხის ძალის" მიერ წარდგენილ კანონპროექტებს. საპროტესტო აქციებზე გამოსვლისკენ მოუწოდებენ ოპოზიცონერი დეპუტატები საქართველოს მოქალაქეებს. კანონმდებლები კანონპროექტის განხილვის პარალელურად მწვავე განცხადებებს აკეთებენ.