პარტია "საქართველოსთვის" შეფასებით, "ქართულმა ოცნებამ" პროცედურული თაღლითობა ჩაიდინა. ე.წ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ოპოზიცია საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა და თქვა, რომ ყველა ის დეპუტატი, რომელიც კანონპროექტს მხარს უჭერს, ანტიქართულ პროექტში მონაწილეობს.