ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ვიცით, რომელიც პირდაპირ ებრძვის სახელმწიფოებრიობას, სახელმწიფოს ინტერესებს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბერლინში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, წლების განმავლობაში ისინი ათეულობით მილიონი დოლარის გრანტებს იღებდნენ და არავითარი ინფორმაცია, ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე არ არსებობდა.