საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი პროტესტი 9 მარტს გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებდნენ.
ადგილზე იმყოფებოდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, მოქალაქეები და სტუდენტები.