საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბერლინში ტურისტული გამოფენის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თითოეული ქართველის ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ევროპის რუკაზე საქართველომ რაც შეიძლება მალე დაიმკვიდროს ადგილი. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროსაბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ჩვენს ცივილიზაციურ არჩევანთან ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს.