"ლიბერთი ბანკმა" ახალი საგაზაფხულო აქცია დაიწყო, რომელიც ბიზნეს და აგრო სესხებზე ვრცელდება. აქციის ფარგლებში, როგორც არსებულ, ასევე ახალ მომხმარებლებს, ახალ ან სხვა ბანკიდან გადმოტანილ ბიზნეს და აგრო სესხებზე, სესხის თანხაზე 2%-მდე ქეშბექით სარგებლობა შეეძლებათ. თუმცა, მთავარი მაინც ის არის, რომ ბანკი ითვალისწინებს აგრო და საოჯახო ბიზნესის სპეციფიკას, საჭიროებას და სეზონურ ციკლს, შესაბამისად სესხის გადახდის გრაფიკი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს მაქსიმალური საშეღავათო პერიოდით ისარგებლოს.
ვის, რა მიზნობრიობით და რა თანხის მიღება შეუძლია ბანკისგან უზრუნველყოფის გარეშე? - თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია "ლიბერთის" მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილე ირაკლი აბაშიძე