საქართველოში ავტომობილების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. მხოლოდ გასული ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის ავტოპარკი კიდევ 73 ათასი ავტომობილით გაიზარდა, რაც თითქმის 5%-ით მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე.
„საქსტატის“ მონაცემებს კიდეევ უფრო მეტად თუ ჩავუღრმავდებით, 2022 წლის ბოლოს საქართველოში რეგისტრირებული იყო 1 563 200 ავტომობილი, აქედან 1 333 000 მსუბუქი. 2021 წლის მონაცემებით კი, საქართველოში 1 490 200 ავტომობილი იყო რეგისტრირებული, საიდანაც უმეტესობა - 1 265 900 მსუბუქი ავტომობილი იყო.
ოფიციალური მონაცემები ცხადყოფს, რომ ქვეყნის ავტოპარკი ძირითადად სწორედ მსუბუქი ავტომობილების ხარჯზე იზდება.