მაისამდე საქართველოდან თაფლი ექსპორტზე აღარ გავა, მიზეზი ბაზარზე თაფლის დეფიციტია. როგორც თაფლის მწარმოებელთა ასოციაციაციაში ამბობენ, ბაზარზე თაფლის დეფიციტი გასული წლის განმავლობაში ამ პროდუქტზე არსებულმა დიდმა მოთხოვნამ განაპირობა. მოთხოვნა კი ქართულ თაფლზე გაზრდილი იყო, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე შიდა ბაზარზეც.
თაფლის მწარმოებლები ამბობენ, რომ პროდუქტის ბოლო საექსპორტო პარტია, დაახლოებით 20 ტონის მოცულობით, საქართველოდან თებრვალში გაიტანეს და მანამ, სანამ ახალი მოსავლის მიღებას არ დაიწყებენ, ქვეყნიდან თაფლის გატანას აღარ გეგმავენ. საინტერესოა, რომ გასულ წელს საექსპორტო თაფლი 90%-ზე მეტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გავიდა.
თაფლის მწარმოებლები ამბობენ, რომ ევროკავშირის ბაზარი ყველაზე დიდ ინტერესს აკაციის თაფლის მიმართ გამოხატავს. თაფლის მწარმოებელთა ასოციაცია იმედოვნებს, რომ წლევანდელი წელი ამ სასარგებლო პროდუქტის წარმოებისთვის შარშანდელზე უკეთესი იქნება. მაგალითად, თუ გასულ წელს საქართველოდან ექსპორტზე მილიონ 100 ათასი დოლარის ღირებულების 258 ტონა თაფლი გავიდა, 2023 წლის სამიზნე მაჩვენებელი ასოციაციისთვის 500 ტონაა.
რაც შეეხება წლის დასაწყისს, 2023 წლის იანვარში ქვეყნიდან მხოლოდ 720 კილოგრამი თაფლი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 22.5 ათასი ტონა იყო.