პარიზის მოდის კვირეული უნაკლოდ მიმდინარეობს და საუკეთესო შოუებს გვთავაზობს.
Off White-ის ჩვენება გახსნა და დახურა ერთადერტმა და განუმეორებელმა ნაომი კემპელმა, რომელიც 52 წლის ასაკშიც საოცრად გამოიყურება. 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენებაზე, ფრანგმა დიზაინერმა Isabel Marant-მა 2000-იანი წლების გამორჩეული მოდელების მთელი თაობა დააბრუნა და ყველას ბავშვობა გაგვახსენა, განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში ბნელ 90-იანებში fashiontv-ზე ულამაზეს ბრჭყვიალა და თავისუფალ ადამიანებს შევცქეროდით. ეს მოდელები დღემდე უამრავი ადამიანისთვის მოდელის პროფესიის მაღალ სტანდარტს განსაზღვრავს.