თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 46 ათასს გადააჭარბა. მისივე თქმით, მიწისძვრიდან ერთი თვის შემდეგ სტიქიური უბედურების ზონიდან სამი მილიონი ადამიანია ევაკუირებული. მათი ნაწილი ახლომდებარე სოფლებში გადაიყვანეს, ნაწილი კი დროებით მოწყობილ თავშესაფრებში ცხოვრობს.
ერდორანის თქმით, სტიქიის შედეგად ნგრევა იმდენად მასშტაბური იყო, რომ ხელისუფლებამ საკმარისად სწრაფად რეაგირება ვერ მოახერხა.
თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. სტიქიურ უბედურებას ათობით ძლიერი ბიძგი მოჰყვა.