მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილს პარლამენტში გადაადგილება შეზღუდული აქვთ - Palitra News

მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილს პარლამენტში გადაადგილება შეზღუდული აქვთ

2023-03-07 10:30:35+04:00

მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილს პარლამენტში გადაადგილება შეზღუდული აქვთ. ჟურნალისტები დაშვებულნი არიან პარლამენტის სხდომათა დარბაზთან განთავსებულ ფოიეში, თუმცა, მათ არ შეუძლიათ ბიუროს დარბაზთან გადაადგილება.

პარლამენტის შენობაში არიან პირები, რომლებიც გადაადგილებას აკონტროლებენ.

ბიუროს სხდომის დარბაზთან გადაადგილების უფლება მისცეს ანა ნაცვლიშვილს და ხატია დეკანოიძეს, თუმცა, გიორგი ვაშაძეს, გიორგი ბოტკოველს და ანა წითლიძეს ამის საშუალება არ მისცეს.