თავი კაცი გონიათ როდესაც პატარა უფლებას მიიღებენ... ეს ადამიანი არის თანამდებობისთვის შეუფერებელი, არაკაცი - იაგო ხვიჩია ირაკლი ბერაიაზე - Palitra News

თავი კაცი გონიათ როდესაც პატარა უფლებას მიიღებენ... ეს ადამიანი არის თანამდებობისთვის შეუფერებელი, არაკაცი - იაგო ხვიჩია ირაკლი ბერაიაზე

2023-03-07 10:18:06+04:00

ირაკლი ბერაია არის თანამდებობისთვის შეუფერებელი არაკაცი და რომ ვნახავ, ყოველთვის ამას ვიტყვი, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მან პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს რეაგირება სთხოვა იმაზე, რომ კომიტეტის თავმჯდომარეები უფლებამოსილებას ამეტებენ და დეპუტატებს სხდომათა დარბაზიდან დაუმსახურებლად აძევებენ.

ხვიჩია მიიჩნევს, რომ ის გუშინ თავდაცვის კომიტეტიდან კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ უსაფუძვლოდ გააძევა.